logo
ENG



ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი "ჩაუდეს" - დღეს რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება

20 ნოე 201908:48
3 წუთის საკითხავი
 
qf65d6o155gtsx5.jpeg

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას პროცესი გაიმართება. მოსამართლე „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. დაკავებულის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ რურუას იარაღი „ჩაუდეს". ნიკა რურუას ძმა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. 

"საქმის მასალები ეყრდნობა მხოლოდ პოლიციელების გამოკითხვის ოქმებს. მიუკერძოებელი პირის ჩვენება, ან ვიდეო მასალა ან რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობს. ჩხრეკაც კი არ ჩატარებულა. გამოძიების მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ გიორგი რურუას დაკავება მომხდარა, რადგან ის არის "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე ჩართულია საპროტესტო აქციებში", - განაცხადა დაცვის მხარემ "ფორმულასთან" საუბარში.

 

 


close დახურვა